გიორგი ბერიაშვილი, ლაშა ბექაური, ვლადიმერ ახალკაცი
Aa
Aa

საქართველოს ორი ოქრო - ახალკაცის და ბექაურის ტრიუმფი ავსტრიაში

ძიუდოში, ავსტრიის ქალაქი ობერვარტი ევროპის ღია პირველობას მასპინძლობს. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაური ტატამს დაუბრუნდა და ევროპის ღია პირველობა გამარჯვებით დაასრულა.

ტურნირის პირველ შეხვედრაში ბექაურმა მონტენეგროელი ნოვო რაიჩევიჩი იპონით დაამარცხა. 1/4-ფინალში ბექაურმა უნგრელ როლანდ გოზის სძლია, ეს შეხვედრაც იპონით მოიგო. რაც შეეხება ნახევარფინალს, მან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი შამილ ბორჩაშვილი ავასატე-იპონით დაამარცხა. ფინალში ბექაურის მეტოქე ვაჰიდ ბორჩაშვილი იყო, ქართველმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექაურის მსგავსად ვლადიმერ ახალკაციც ფინალში გავიდა, სადაც ნიკოლას ჩილარდი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორგი ბერიაშვილი, რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ფალკ პიტერსილკას დამარცხებას ეცდება.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრემონეზეს პირველი ქულა - ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
კრემონეზეს პირველი ქულა - ლოჩოშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო