წივწივაძე 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია
ნიჩბოსნობაში, მსოფლიოს 18-წლამდე ჩემპიონატი ალექსანდრე წივწივაძის გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენმა ტიტული წარმატებით დაიცვა. მან 500-მეტრიანი დისტანცია 1 წუთსა და 53,26 წამში დაფარა. მეორე ადგილზე ესპანელი დანიელ გრიხალბა გავიდა. წივწივაძემ მას 0,10 წამით აჯობა.
გასულ ზაფხულში, 18-წლამდელთა ევროპირველობაზე წივწივაძემ 200 მეტრ დისტანციაზე შეჯიბრი მოიგო და პირდაპირ ფინალში გადავიდა, სადაც 1000 მ. დისტანციაზე ტიტული შეინარჩუნა.
2021 წლის მსგავსად, ქართველმა ნიჩბოსანმა ტრიუმფი გაიმეორა და ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. ასევე, ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს 18-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული.