ბოლო 15 წელში საუკეთესო შედეგი - ხვიჩა ნაპოლის უახლეს ისტორიაში შევიდა
სერია A-ს მე-5 ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ლაციოს“ 2:1 მოუგო და ლიდერთა შორის ადგილი შეინარჩუნა.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა ზედიზედ 2 ჩაგდებული მატჩის შემდეგ, დამაჯერებლად ითამაშა და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლით სამი ქულა გაიფორმა.
გარდა იმისა, რომ ქართველმა შემტევმა მორიგი დასამახსოვრებელი წარმოდგენა შემოგვთავაზა, ხვიჩამ ისტორიული მაჩვენებელიც დააფიქსირა და კლუბის ისტორიაში შევიდა.
ცნობილი სტატისტიკური გვერდი Opta წერს, რომ -
„ზაფხულში გაფორმებულ კვარაცხელიას სერია A-ში 4 შეხვედრაში (სულ 5), რომელიც სასტარტოდან დაიწყო, უკვე 5 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ყველაზე მეტია ნაპოლის ფეხბურთელთა შორის, მას შემდეგ, რაც კლუბი 2007-08 წლების სეზონში სერია A-ში დაბრუნდა“.
5 - Khvicha Kvaratskhelia has been involved in five Serie A goals, more than any other player in his first four appearances as a starter for Napoli since the Azzurri’s return in the Italian top-flight (since 2007/08 onwards). Fury.#LazioNapoli
— OptaPaolo ???? (@OptaPaolo) September 3, 2022
Opta-ს ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ბევრმა ევროპულმა გამოცემამ აიტაცა და ამის შესახებ დაწერა, მაგალითად, ისეთმა ტაბლოიდმა როგორიც ბრიტანული Daily Mail-ია.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას 5 მატჩის შემდეგ სერია A-ში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ქართველი ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს დუშან ვლაჰოვიჩთან (იუვენტუსი) და კოპმეინერსთან (ატალანტა) იყოფს.
მომდევნო ტურში „ნაპოლი“ „სპეციას“ უმასპინძლებს. იქამდე კი შუა კვირაში „ესტადიო დიეგო მარადონას“ „ლივერპული“ ესტუმრება.