,,რუსეთში თამაშისას ყველა ინგლისურ ტოპ კლუბს სურდა“ - დი მარციო ხვიჩაზე
ხვიჩა კვარაცხელიას შოუ სერია ა-ში გრძელდება. მე-5 ტურში ,,ნაპოლიმ'' სტუმრად რომის ''ლაციო'' ქართველი გარემარბის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა (1:2).
მე-4 წუთზე ძაკანიმ ,,ლაციო'' დააწინაურა. 38-ე წუთზე კიმ მინ-ჟემ ანგარიში გაათანაბრა. 61-ე წუთზე ანგისას პასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ უძლიერესი დარტყმით რომაულ კლუბს გაუტანა და ,,ნაპოლის'' სამი ქულა მოუპოვა.
,,როცა ,,რუბინში'' თამაშობდა, მისი დამატება ყველა ინგლისურ ტოპ კლუბს სურდა. მაშინ მისი ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევრო იყო. ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინაში საომარი ინტერვეცია დაიწყო, მისი ფასი დაეცა. მიუხედავად ამისა, ,,ნაპოლის'' ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. როცა ,,ნაპოლიში'' შეიტყვეს, რომ ინსინიემ ,,ტორონტოსთან'' კონტრაქტი გააფორმა, 2022 წლის მარტში კვარაცხელიასთან კონტრაქტი გააფორმეს''.
სერია ა-ს საწყის ხუთ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია.
ამ ეტაპზე ,,ნაპოლი'' ,,მილანთან'' ერთად 11 ქულით სერია ა-ს ლიდერობს. მე-6 ტურში ,,ნაპოლი'' ,,სპეციას'' უმასპინძლებს. შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართება.
სერია ა-ს ბომბარდირთა დავას კვარაცხელია, ვლაჰოვიჩი და კოპმეინერსი 4 გოლით ლიდერობენ.