ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

ბურჯანაძე: ამდენი ტრავმა შეუძლებელია დამთხვევა იყოს, ამ პრობლემას უნდა მიხედონ

ესპანეთთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრებისა და „რეალ ბეტისის“ კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე მადრიდულ Marca-ს ესაუბრა.

„ესპანეთის ნაკრების მწვრთნელიც აღიარებს, რომ ამჟამინდელი თაობა ისეთი არ არის, როგორც ადრე იყო. მათ დღეს ძმები გასოლები აღარ ჰყავთ, არც სრხიო როდრიგესი, არც სერხიო ლული. თუმცა დღეს ესპანელთა შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი კალათბურთელია.

ესპანელთა მიმართ პატივისცემით ვარ განწყობილი. ვილი ერნანგომესის ნახვა მინდა, დღეს იგი უკვე ნამდვდილი მხეცია და ვნახოთ, როგორ შევძლებთ მის შეჩერებას.

საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ეს დიდი უპირატესობაა. ჩვენ შერმადინი გვყავს, ასევე ბითაძე, რომელიც ჩვენთვის დიდი ძალაა და ვნახოთ რა მდგომარეობაში იქნება შეხვედრის წინ. ასევე არის მამუკელაშვილი, რომელიც მრავალმხრივი მოთამაშეა.

შენგელია? დიახ, ტურნირის დაწყებამდე ბევრმა მოთამაშემ მიიღო ტრავმა და შეუძლებელია ეს დამთხვევა იყოს. ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება.

ჩვენი მიზანი ბერლინში მოხვედრაა. ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ. რა თქმა უნდა, შენგელია ძალიან დაგვაკლდება“.

- ამბობს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ესპანეთის დაპირისპირება დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა ბითაძე: „პატარა შანსიც თუ იქნება, აუცილებლად ვითამაშებ“
გოგა ბითაძე: „პატარა შანსიც თუ იქნება, აუცილებლად ვითამაშებ“