172 მილიონი ევრო - უეფამ ფეარ პლეის წესების დარღვევისთვის 8 კლუბი დასაჯა
უეფამ ფინანსური ფეარ პლეის (FFP) წესების დარღვევისთვის ერთბაშად 8 კლუბი დასაჯა. მათ შორის იმყოფებიან პსჟ და „იუვენტუსი“.
პარიზულმა კლუბმა უეფასგან ყველაზე დიდი ჯარიმა - 10 მილიონი ევრო მიიღო. „რომა“ 5 მილიონით დაჯარიმდა, „ინტერი“ 4 მილიონით, „იუვენტუსი“ 3,5 მილიონით, „მილანი“ 2 მილიონით, „ბეშიქთაში“ 600 ათასით, „მარსელი“ და „მონაკო“ 300 ათასი ევროს ოდენობით.
ანგარიშგების ანალიზი მოიცავდა 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 ფინანსურ წლებს. 2020-2021 წლებში იყო სპეციალური ღონისძიებები კოვიდთან დაკავშირებით. ეს ორი წელი შეფასდა, როგორც ერთი პერიოდი და კლუბებს უფლება მიეცათ, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალოდ გაეწიათ მათი კომბინირებული დეფიციტი.
8 კლუბი, რომლებმაც დაარღვიეს FFP-ის წესები, დათანხმდნენ 172 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდას და გააფორმეს ხელშეკრულება. გარიგების სტრუქტურა ასე მუშაობს: 172 მილიონიდან 15% (26 მილიონი ევრო) სრულად იქნება გადახდილი, დარჩენილი თანხა კი დამოკიდებულია იმაზე, რომ კლუბები შეასრულებენ ხელშეკრულებაში მითითებულ მიზნებს.
თუ ხელშეკრულების პირობები არ დაკმაყოფილდება, კლუბებისთვის ჯარიმები გაიზრდება. მაგალითად, პსჟ-ს ჯარიმა 10 მილიონი ევროდან 65-მდე გაიზრდება, „იუვენტუსს“ 3,5 მილიონიდან 23-მდე.