ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„მისნაირი პროფილის ფეხბურთელი გვჭირდებოდა" - ბორდოში ზურიკოზე ისაუბრეს

„ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოაცხადა და უცხოურ პრესაში ფრანგული კლუბის ხელმძღვანელთა პირველი კომენტარიც გავრცელდა. ზურიკოზე „ბორდოს“ ტექნიკურმა დირექტორმა, ადმარ ლოპესმა ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა.

„ზურიკო იმ პროფილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდში არ გვყავდა და მთავარ მწვრთნელს სჭირდებოდა. მას თვალს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით. ზურიკო მარჯვენა გარემარბია, თუმცა, როგორც ორივე ფლანგზე, ისე 10 ნომერზე თამაში შეუძლია. დავითაშვილს ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და ჩაწოდებების განხორციელება გამოსდის. იგი ფეთქებადი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, გუნდს ბევრს მოუტანს“.

სხვათა შორის, L’Equipe-მა კლუბის პრეზიდენტის სიტყვები გაავრცელა და ხერარდ ლოპესმა განაცხადა, რომ „ბორდოს“ დიდი გამოწვევის დაძლევა მოუხდა, რათა ტრანსფერი დაეხურა. ჟირონდელთა თავკაცმა კი დასძინა, რომ ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილია.

ცნობისთვის, ზურიკო დავითაშვილს თბილისის ,,დინამოში“, თბილისის ,,ლოკომოტივში“, ყაზანის ,,რუბინში“, ვოლგოგრადის ,,როტორსა“ და ტულას ,,არსენალში“ უთამაშია. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარო მოქმედებების შემდეგ ფეხბურთელმა ,,არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის ,,დინამოს“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-ს ტოპ 5 ტრანსფერს შორისაა“ – Tuttosport-ის ექს-დირექტორი ხვიჩაზე
„სერია A-ს ტოპ 5 ტრანსფერს შორისაა“ – Tuttosport-ის ექს-დირექტორი ხვიჩაზე