ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად - ზურიკო დავითაშვილი ბორდოში გადავიდა

ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულდა. ქართველი ფეხბურთელი კარიერას „ბორდოში“ გააგრძელებს და ფრანგულმა კლუბმა მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„ბორდო მოხარულია, ზურიკო დავითაშვილის მოსვლა გაუწყოთ. ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს 1-წლიანი იჯარით, დინამო ბათუმიდან შეუერთდა და ჩვენ მისი გამოსყიდვის ვალდებულება გვექნება

მიუხედავად იმისა, რომ 21 წლისაა, ზურიკო საქართველოს ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრია. მას ასაკობრივი ნაკრებები აქვს გავლილი და საქართველოს ნაკრების მაისურით 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. დავითაშვილი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ცოცხალი, სწრაფი და ტექნიკური გარემარბი გახლავთ. ბორდოში გადასვლით, მას სურს, კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგას და ჩვენ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - ნათქვამია „ბორდოს“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს თბილისის ,,დინამოში“, თბილისის ,,ლოკომოტივში“, ყაზანის ,,რუბინში“, ვოლგოგრადის ,,როტორსა“ და ტულას ,,არსენალში“ უთამაშია. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარო მოქმედებების შემდეგ ფეხბურთელმა ,,არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის ,,დინამოს“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები