„მის შეძენას ზამთარში შეეცდებიან“ - მამარდაშვილი ბარსელონას დაუკავშირეს
Futbol Total-ი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირა, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, „მამარდას“ მიმართ დიდი ინტერესია და მისი საკუთარ რიგებში ხილვა „ბარსელონას“ სურს.
„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბარსელონას მთავარი მიზანი გიორგი მამარდაშვილის გაფორმება იქნება. ქართველი გოლკიპერის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა და ბარსელონა 17-18 მილიონ ევროზე მოილაპარაკებს“, - წერს Futbol Total-ი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
???? Info: El principal objetivo del FC Barcelona en el mercado de invierno será el fichaje de Giorgi Mamardashvili. El portero tiene una cláusula de 20 M€ y el Barça negociaría por un precio de 17-18 M€. #FCBlive ???????? pic.twitter.com/ta0S8Im7lg
— Fútbol Total (@FutbolTotalCF) September 2, 2022
შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ ქართველი ფეხბურთელის გაშვება არ სურთ და Superdeporte-ს ცნობით, მის შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გააკეთებენ. ახლახან გიორგი პირველი გუნდში დაარეგისტრირეს და ესპანური პრესის ცნობით, „ვალენსიას" მხრიდან, ეს „მამარდას" შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა 2 გოლი გაუშვა და ბოლო შეხვედრაში, რომელიც „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართა, ბრწყინვალედ იასპარეზა. „მამარდამ“ 6 სეივი მიითვალა და Marca-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.