ევრობასკეტის დრამატული დასაწყისი და საქართველოს მარცხი ბოლო წამებზე
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა ბელგიასთან მატჩით გახსნეს, რომელიც ილიას ზუროსის გუნდმა 76:79 დათმო.
პირველ მეოთხედში მხოლოდ 11 ქულა ჩავაგდეთ, მეტოქემ 16. დიდ შესვენებამდე კი მეორე მეოთხედი ბელგიამ 22:21 მოიგო და ტაიმი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგო.
მამუკელაშვილი პირველივე წუთებიდანვე ეფექტურად მოქმედებდა
MAMU TAKES IT ALL THE WAY ????#EuroBasket x #BringTheNoise
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September 1, 2022
???? https://t.co/XA74Vlj3Yw pic.twitter.com/70TYheNPkD
რაც თვალშისაცემი და აღსანიშნი იყო, პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა პერიმეტრის დაცვა ვერ შეძლო და მეტოქეს სამქულიანების სროლის საშუალებას აძლევდა. ასევე მოხსნებზე ბევრი თითქმის მოპოვებული ბურთი დაიკარგა, რაც ნერვიულობაზე და კონცენტრაციის ნაკლებობაზე მიუთითებდა.
შესვენების შემდეგ, მესამე მეოთხედში ზუროსმა და მისმა გუნდმა ვითარების შეცვლა ვერ შეძლეს. ბელგიამ მიღებული უპირატესობა შეინარჩუნა და დასკვნითი მეოთხედის წინ 7-ქულიანი ფორით გავიდა.
ბოლო მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კვლავ ბევრი შეცდომების ფონზე დაიწყო და მეტოქეს 10 ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა.
დასკვნითი 5-6 წუთი პარკეტზე ტემპერატურამ ძალიან აიწია. საქართველოს ნაკრებმა 10-0 გაქცევა მოაწყო და წინ გასვლაც შეძლო. შემდეგ იყო ბითაძის ტრავმა, რომელიც სერიოზული არ აღმოჩნდა.
GOGA SAYS ⛔️ in my ????#EuroBasket x #BringTheNoise
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September 1, 2022
???? https://t.co/XA74Vlj3Yw pic.twitter.com/UePXAlIevh
საბოლოოდ, მაკფადენის საოცარმა სამქულიანებმა და მამუკელაშვილის აფეთქებამ თამაშის სცენარი ჩვენს სასიკეთოდ შეცვალა.
ფინალურმა ორმა წუთმა ქულა-ქულაში ჩაიარა. ნერვების ომი საბოლოოდ 70-70 დასრულდა.
SANDRO MAMUKELASHVILI WHAT HAVE YOU DONE?! ???? ???? ????#EuroBasket x #BringTheNoise pic.twitter.com/xPRfVTLHN5
— #EuroBasket 2022 (@EuroBasket) September 1, 2022
დამატებით 5-წუთეულში ბელგიელები უკეთესები იყვნენ. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა, ერთ-ერთი ბითაძის მორიგი ტრავმა იყო. გოგას გარეშე საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუჭირდა. მის ნაცვლად შესულმა ბურჯანაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი სროლა გააცუდა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 18 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა. ბითაძეს 14 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა. მაკფადენს კი 17 ქულა და 6 გადაცემა.
ბელგიელთა რიგებში 14 ქულითა და 5 მოხსნით საუკეთესო ტაბუ იყო, რომელმაც გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩაგვიგდო.
საბოლოოდ 79:76 და მნიშვნელოვანი მოსაგები შეხვედრა დავთმეთ. მომდევნო შეხვედრა 3 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებთან გველის.