პსჟ შკრინიარში 70 მილიონს იხდის - ინტერი აჩერბის ყიდულობს
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, პსჟ დაცვის ცენტრის გაძლიერებას შეეცდება და „ინტერიდან“ მილან შკრინიარის შეძენას უმიზნებს.
RMC Sport-ის ცნობით, ფრანგული კლუბი 27 წლის ფეხბურთელისთვის 70 მილიონ ევროს გადაიხდის, იგულისხმება საბონუსე სისტემაც. იმისდა მიუხედავად, რომ „ინტერის“ მესვეურები დაჟინებით მოითხოვდნენ შკრინიარის შენარჩუნებას, პსჟ-ს ხელმძღვანელობა თვლის, რომ ეს წინადადება იტალიურ კლუბს დააკმაყოფილებს.
ამ ინფორმაციის ფონზე ცნობილი გახდა, რომ ფრანჩესკო აჩერბი „ლაციოდან“ „ინერში“ გადადის და იგი სწორედ შკრინიარის შემცვლელად მოიაზრება.
დიდი ხნის განმავლობაში „ინტერის“ პრეზიდენტი სტივენ ჟანგი 34 წლის მცველის გაფორმების აუცილებლობაში დარწმუნებული არ იყო, მაგრამ ახლა გადაიფიქრა და ტრანსფერი დაამტკიცა. ტრანსფერი შედგება 1-წლიანი იჯარით, შეძენის ოფციით.
ჯანლუკა დი მარციოს თქმით, მხარეებს გარიგების მხოლოდ მცირე დეტალები დარჩათ მოსაგვარებელი.
ფაბრიციო რომანო წერს, აჩერბის „ინტერში“ გადასვლა შკრინიარის თაობაზე მოლაპარაკებებს ხელს ვერ შეუშლის. იტალიურ კლუბს დაცვის ცენტრის გაძლიერება სჭირდებოდა და შკრინიარის შესაძლო წასვლის მიუხედავად „ნერაძური“ უკანა ხაზს ნებისმიერ შემთხვევაში შეავსებდა.