რონალდუს ბოლო შანსი - იჯარით ნაპოლიში?
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, კრიშტიანუ რონალდუს ბოლო მცდელობა ექნება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადავიდეს.
Marca-ს ცნობით, კრიშტიანუ „ნაპოლიში“ 1-წლიანი იჯარით გადასვლის შესაძლებლობას განიხილავს, რაც მისთვის მისაღები ვარიანტია.
მიუხედავად ერიკ ტენ ჰეგის გუშინდელი განცხადებისა, რომ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ დატოვებს, პორტუგალიელს ჯერ კიდევ აქვს „ნაპოლიში“ გადასვლის იმედი. 1 წლის შემდეგ კი იგი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნებას და კონტრაქტის პირობების შესრულებას გეგმავს. მის ხელშეკრულებას ვადა 2024 წელს ეწურება.
წყაროს ცნობით, ნეაპოლელთა პრეზიდენტი დე ლაურენტისი ასეთი ვარიანტით მოხიბლულია და რონალდუს იჯარას ეთანხმება.
„ნაპოლის“ გარდა რონალდუს მხოლოდ აზიური კლუბებისგან აქვს შემოთავაზებები რაც მის გეგმებში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ამაღამ 02:00 საათზე იხურება.