ნაპოლი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„სისწრაფე და სიმწვავე გვაკლდა“ - სპალეტი ლეჩესთან ფრის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა მაშინ, როდესაც ანგარიში უკვე 1:1 იყო. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩას შემოსვლის წუთიდან რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა, სამწუხაროდ, მისი თამაშს მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა სპალეტიმ:

რა დაგვაკლდა მოსაგებად? მეტი სისწრაფე... ასეთ დროს ზონები უფრო თავისუფლდება. როდესაც ბურთს ვკარგავდით, მას სწრაფად ვიბრუნებდით, მაგრამ შეტევაში სათანადოდ ვერ გადავდიოდით. პირველი ტაიმი სწორედ ასეთი იყო, მეტოქე უფრო უკეთესად თამაშობდა. მეორე ნახევარი ბევრად უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ მეტოქემ უკან დაიხია და თავისუფალი სივრცეების პოვნაც უფრო გართულდა.

ერთად უნდა ვიმუშაოთ და ერთად უნდა მივაღწიოთ იმ წერტილს, სადაც გვინდა რომ ვიყოთ. დიდი ხანი არაა რაც აქ ვარ, მაგრამ ეს ნამდვილად იგრძნობა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. პირველ ტაიმში რასპადორის და ელმასის ყოფნით მეგონა, რომ დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი კარგად იქნებოდა დაცული. ცენტრალურ მცველებს უფრო ყურადღებით უნდა ეთამაშათ. ისეთი პენალტი ავიღეთ, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, თუმცა იმ ეპიზოდში მერეტმა გადაგვარჩინა. შემდეგ გაგვიტანეს საოცარი გოლი, რამაც ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა.

დღეს ჩვენი თამაშის ხარისხი ნამდვილად დაბალი იყო. არ ვიყავით საკმარისად კარგები, ზოგიერთ ეპიზოდშიც არ გაგვიმართლა. შემდეგ მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდა და ასეთ დროს სახიფათო მომენტის შექმნა ნებისმიერს გაუჭირდება. ფეხბურთელებმა უფრო მეტად უნდა გაუგონ ერთმანეთს და შემდეგ თამაშამდე ამისთვის ვიმუშავებთ.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ, იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ 8 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება (2 მოგება, 2 ფრე).

ლუჩიანო სპალეტის გუნდს  მომდევნო შეხვედრა 3 სექტემბერს, სტუმრად „ლაციოს“ წინააღმდეგ ელის. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვეკვესკირის სუპერგოლი - ლეხმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
კვეკვესკირის სუპერგოლი - ლეხმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა