ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლეჩე
Aa
Aa

ხვიჩა ცვლილებაზე შევიდა - ნაპოლიმ ლეჩეს ვერ მოუგო

სერია ა-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ „ლეჩეს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. სპალეტის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, რომელიც მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

პირველი ტაიმი თანაბარი უპირატესობით წარიმართა. მეტიც, 25-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა კოლომბომ ვერ გაიტანა. ამის შემდეგ, „ნაპოლი“ გააქტიურდა და 27-ე წუთზე ელმასიმ საკუთარი გუნდი დააწინაურა.

„ლეჩე“ მარცხს არ ეგუებოდა და მატჩის 31-ე წუთზე კოლომბომ დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ამჯერად მისი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. 1:1 - პირველი ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევარში სრული უპირატესობა „პარტენოპეის“ მხარეს იყო, თუმცა რეალური მომენტის შექმნას გუნდი ვერ ახერხებდა. 56-ე წუთზე სპალეტიმ მინდორზე კვარაცხელია შეიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა რამდენჯერმე სიტუაციის გამწვავება სცადა, თუმცა რეალურად ბევრი არაფერი გამოუვიდა. „ნაპოლიმ“ კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველისთვის სერია ა-ში ეს ზედიზედ მეოთხე მატჩი იყო. ხვიჩამ აღნიშნული რაოდენობის შეხვედრებში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, „ნაპოლი“ სერია ა-ს მომავალ ტურში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA 23 - ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია
FIFA 23 - ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია