ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლეჩე
Aa
Aa

სპალეტის გადაწყვეტილებით - კვარაცხელია ლეჩესთან სათადარიგოთა სკამზეა

სერია ა-ს მეოთხე ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ უმასპინძლებს. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა.

მატჩამდე 1 საათით ადრე, „პარტენოპეის“ ოფიციალურმა გვერდმა სასტარტო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელი არ ფიგურირებს. სპალეტის გადაწყვეტილებით, ხვიჩა სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა საწყის 3 ტურში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ ტურში „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ხვიჩამ არც ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

„ნაპოლის“ ძირითადი შემადგენლობა

მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგორი, მინ-ჯე, ოლივეირა, ანგისა, ნდომბელე, პოლიტანო, რასპადორი, ელმასი, ოსიმენი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი შანსი ექნება, რომ გაიბრწყინოს“ - ფრანგმა ჟურნალისტმა ზურიკოზე ისაუბრა
„ბევრი შანსი ექნება, რომ გაიბრწყინოს“ - ფრანგმა ჟურნალისტმა ზურიკოზე ისაუბრა