მოპარული 700 ათასი ევრო, მოტეხილი ყბა და ჩელსიში ტრანსფერი ჩაიშლება?
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ძარცვის დეტალები.
Diario Sport-ის ცნობით, ძარცვის შედეგად მიყენებული ზარალი 700 000 ევროს შეადგენს.
ობამეიანგს ყბაში თოფის კონდახი მოხვდა, როცა ის ცოლის დაცვას ცდილობდა. გაბონელს სახლში უსაფრთხოების სისტემის გააქტიურება სურდა, მაგრამ ერთ-ერთმა დამნაშავემ შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ ობამეიანგი „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ მისი ოჯახი მეორედ გაძარცვეს. ეს პირველად 17 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც მძარცველებმა 1,5 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები და საათები წაიღეს.
პირველი ძარცვის დროს ობამეიანგი სახლში არ იმყოფებოდა, სახლში მყოფმა ცოლ-შვილმა კი დამნაშავეები ვერ შეამჩნიეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიერ-ემერიკი, ძარცვის დროს ყბის მოტეხილობის გამო ფეხბურთის თამაშს დაახლოებით 1 თვე ვერ შეძლებს.
The Athletic-ის ცნობით, „ჩელსისა“ და „ბარსას“ შორის ინტენსიური მოლაპარაკებები გრძელდება.
ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება ვერ ხერხდება. კატალონიელები 25 მილიონ ევროს ითხოვენ, ლონდონელებს კი უფრო ნაკლების გადახდა ან ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურთ.
მოლაპარაკებების დროს სერიოზული პრობლემა გახდა ის ზიანი, რომელიც ობამეიანგმა მისი სახლის ძარცვის დროს მიიღო.
ჟურნალისტი ჩავი მიგელი იტყობინება, რომ ობამეიანგი ამ ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს, რაც „ჩელსისთვის“ პრობლემაა და დამაფიქრებელია. ერთი შეხედვით თითქმის მოგვარებული ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს.