მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

დუბლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ როდეზთან გაიბრწყინა

ლიგა 2-ის მომდევნო ტურში „მეცი“ „როდეზს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. ფრანგული კლუბის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ. პირველ ტაიმში „მეცმა“ კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, ხოლო კარში ზუსტად 5-ჯერ. ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა და გატანილი გოლის ავტორი, რა თქმა უნდა, მიქაუტაძე გახდა.

„მეცი“ გაჩერებას არ აპირებდა, რაც ანგარიშშიც აისახა. 36-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და სხვაობა სოლიდური გახადა. ტაიმის მიწურულს, „ჯვაროსნების“ შემტევმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, თუმცა ამჯერად საგოლე პასი შეასრულა.

მეორე ნახევარში კვლავ „მეცი“ აქტიურობდა, მაგრამ თამაშის საშუალება „როდეზსაც“ მისცა. 69-ე წუთზე დეპრესმა 1 ბურთი გაქვითა. მიქაუტაძე 71-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოო ანგარიში კი მაზიზმა შეხვედრის 74-ე წუთზე დააფიქსირა.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქართველის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონის ლიგა2-ში 6 ჩატარებული მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძევლად აყვანა და წამების ბრალდება - იკარდის და ვანდა ნარას სასამართლოში უჩივლეს
მძევლად აყვანა და წამების ბრალდება - იკარდის და ვანდა ნარას სასამართლოში უჩივლეს