ლუკა ლაკვეხელიანი
Aa
Aa

მძიმე პერიოდი დასრულდა - ლაკვეხელიანმა 8-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ,,პუშკაშ აკადემიამ'' შინ ,,მეზოკოვეშდი'' 1:0 დაამარცხა. 8-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს ლუკა ლაკვეხელიანი დაუბრუნდა, რომელიც თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.

მარცხენა მცველმა 2020-21 წლების სეზონის პირველ ნახევარში მარცხენა ფეხის ჯვარედინი იოგა გაიწყვიტა, რეაბილიტაციას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, გასული სეზონის დასაწყისში მინდორს დაუბრუნდა, თუმცა დეკემბერში იდენტური ტრავმა მარჯვენა ფეხზე მიიღო, რის გამოც სეზონი დაასრულა და 8-თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა.

23 წლის ფეხბურთელი უნგრულ გუნდს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა. ტრავმების გამო ''მეზოკოვეშდის'' რიგებში მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა.

ლუკას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან ქომაგებს თავი ტექნიკური და სწრაფი თამაშით დაამახსოვრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA 23 - ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია
FIFA 23 - ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემები ცნობილია