მაურო იკარდი, ვანდა ნარა
Aa
Aa

მძევლად აყვანა და წამების ბრალდება - იკარდის და ვანდა ნარას სასამართლოში უჩივლეს

არგენტინული გამოცემა Argentina.as.com სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, კარმენო რებოლედო, რომელიც მაურო იკარდის და ვანდა ნარას ყოფილი თანამშრომელია, წყვილს ადამიანის მძევლად აყვანასა და წამებაში ადანაშაულებს და „კომოდორო პაის“ სასჯელაღსრულების და სისხლის სამართლის სასამართლოში უჩივის.

რებოლედოს ადვოკატის ალეხანდრო ციპოლას თქმით, იკარდის, ვანდა ნარას და დედამისს ნორა კოლოსიმოს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ციპოლამ სხვა საინტერესო დეტალებიც გაასაჯაროვა.

რას ამბობს ციპოლა?

„ჩემს კლიენტს, კარმენო რებოლედოს ჰქონდა იტალიური ვიზა, რომელსაც „პოლიტიკური თავშესაფარი“ ეწერა. ეს კი იტალიური კანონების მიხედვით აკრძალულია. ეს არის თაღლითობა სახელმწიფოს მიმართ. ეს ყველაფერი იტალიაში ცხოვრებიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო. მას დეპორტაცია ემუქრებოდა და ამის ნაცვლად მისი ადგილობრივ ჩინოვნიკთან წაყვანა ამჯობინეს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით.

იკარდის და ვანდას ჩემი კლიენტი იტალიაში საკუთარ სახლში ჰყავდათ გამოკეტილი. ქვეყნიდან გასვლის საჭირო დოკუმენტებს არ აძლევდნენ და რეალურად კარმენო მძევალი იყო. რებოლედოს უბრალო მატრასზე ეძინა, რომელიც სარეცხის მანქანის გვერდით იყო დაგებული. მას ვადაგასულ საჭმელს აჭმევდნენ და ჩვენ ამის ფოტო და აუდიო მტკიცებულება გვაქვს.“

ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც იკარდის და არც ვანდა ნარას კომენტარი არ გაუკეთებიათ. სასამართლო პროცესი ჩანიშნულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წყვილს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისტორიები ჩემზე, რომლებიც არავინ იცის“ - მე ლუიშ ნანი ვარ
“ისტორიები ჩემზე, რომლებიც არავინ იცის“ - მე ლუიშ ნანი ვარ