სოლერი პსჟ-ს შეუთანხმდა - ვალენსიას ლიდერი ტოვებს
მატეო მორეტოსა და ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, პსჟ-ს კარლოს სოლერის გადაბირება სურს. ფრანგული კლუბი ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა, ამ ეტაპზე მოლაპარაკება კლუბებს შორის სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. კლუბები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწევენ.
სავარუდო სატრანსფერო თანხა 17-18 მილიონი ევროა. გარდა ამისა, ,,ღამურები'' ბონუსების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც ფეხბურთელის პსჟ-ში წარმატებულ გამოსვლაზეა დამოკიდებული.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სოლერი ფრანგულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
25 წლის სოლერს ,,ღამურებთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
კარლოს სოლერი ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრია, 9 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, ,,ვალენსიას'' აღზრდილია და მთელი კარიერა ამ ესპანურ კლუბში გაატარა, 226 შეხვედრაში 36 გოლითა და 31 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.