ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

,,შეისწავლეს, კარგად არ უთამაშია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ,,ფიორენტინა'' - ,,ნაპოლის'' მატჩის შესახებ Bobo TV-სთან ისაუბრა. მისი აზრით, ფლორენციულმა კლუბმა კვარაცხელია შეისწავლა და ხვიჩას კარგად არ უთამაშია.

,,ნაპოლის'' თამაში არ მომეწონა, ,,ფიორენტინამ'' გაცილებით უკეთ იასპარეზა, ,,ფიორეს'' ფეხბურთელები კომპაქტურად და დალაგებულად მოქმედებდნენ, თავგანწირვით თამაშობდნენ, გოლის გატანის შანსები ჰქონდათ. კვარაცხელიას კარგად არ უთამაშია, ის შეისწავლეს. მაშინ როცა ,,ნაპოლის'' შემტევმა ტრიომ ქომაგთა იმედი ვერ გაამართლეს, ,,ფიორენტინამ'' ძალიან კარგად ითამაშა''.

 ,,ფიორენტინასა'' და ,,ნაპოლის'' დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ხვიჩას იმდენად შთამბეჭდავად არ უთამაშია, როგორც საწყის ორ ტურში, თუმცა მეორე ტაიმში ირვინგ ლოსანოს მისამართით ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა მექსიკელმა გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

სერია ა-ს საწყის სამ ტურში კვარაცხელიამ 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა.

მე-4 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლეჩეს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება.

3 ტურის შემდეგ ,,ნაპოლი'' დაუმარცხებელია. სერი ა-ს ,,ნაპოლი'', ,,''მილანი'', ,,ტორინო'', ,,ატალანტა'', ,,ლაციო'' და ,,რომა'' 7-7 ქულით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ეს ნორმალურია“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერს
„ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ეს ნორმალურია“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერს