„ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ეს ნორმალურია“ - Corriere dello Sport-ი ხვიჩაზე წერს
Corriere dello Sport-მა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. ცნობილი იტალიური გამოცემა „კვარას“ მიერ „ფიორენტინასთან“ ნაჩვენებ თამაშს გამოეხმაურა, განაცხადა, რომ 21 წლის შემტევმა ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ეს პროცესის ნაწილია.
„მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში, მან დოდოსგან თავის დაღწევა ფაქტობრივად ვერც ერთხელ მოახერხა. ვერონასთან ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ, რომელსაც მონცასთან შესრულებული დუბლი მოჰყვა, ხვიჩა შენელდა. ეს პაუზა ნაწილობრივ ფიზიკურ კონდიციებს უკავშირდება, რადგან ნაპოლის შემტევი ტრიო მაღალ ტემპში თამაშობს, რასაც ფიორენტინას მიერ მიღებული სათანადო ზომები დაერთო.
მოკლედ, კვარაცხელიამ იტალიური ფეხბურთის სირთულე და მაღალი დონე პირველად ფლორენციაში შეიგრძნო და ეს ნორმალურია. ყველაფერი ადაპტაციის, აკლიმატიზაციისა და წინსვლის პროცესის ნაწილია, რომელიც 21 წლის ჩინებულმა ფეხბურთელმა ნეაპოლში გადასვლის დღიდან დაიწყო“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს და „ჯალორისის“ 31 აგვისტოს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.