ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დოდომ მოედნიდან გააქრო“ - ადანიმ ხვიჩაზე ისაუბრა

იტალიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ სერია A-ს გასული ტური შეაფასა. ადანი „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელიას მეურვე შეაქო.

„ვფიქრობ, ფიორენტინამ კარგად ითამაშა და ეს არც გვიკვირს. კვარაცხელია მოედნიდან გააქრო დოდომ, რომელზეც ამბობენ, რომ დაცვაში თამაში არ შეუძლია. არადა, ბრაზილიელ ფეხბურთელს საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს და ევროტურნირების მატჩებშიც მიუღია მონაწილეობა. ჩემი აზრით, ნეაპოლელების წინააღმდეგ ბრწყინვალე ფიორენტინა ვიხილეთ“.

შეგახსენებთ, რომ დოდო იტალიურმა გამოცემებმაც შეაქეს. Il Mattino-მ განაცხადა, რომ ბრაზილიელი უკანახაზელი გამოწვევას კარგად გაუმკლავდა, კვარაცხელია კი ბურთს საჭიროზე მეტხანს იჩერებდა. ამავე აზრზეა Corriere dello Sport-ი, რომელიც აცხადებს, რომ დოდომ ხვიჩას შეჩერება მოახერხა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს და „ჯალორისის“ 31 აგვისტოს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეკარე მომდევნო 10 წლისთვის“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდას თამაშზე
„მეკარე მომდევნო 10 წლისთვის“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდას თამაშზე