„მოხარული ვართ მისი დამატებით“ - დარცმელია ნიუკასლ ჯეტსის ფეხბურთელია
22 წლის ქართველი ფეხბურთელი, ბექა დარცმელია კარიერას ავსტრალიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაცია ბექას ახალმა კლუბმა, „ნიუკასლ ჯეტსმა“ ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა ავსტრალიელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
???????????????? ???????? ????????????????????????????????????????. Highlights from our new Georgian signing. ????????#BondedByGold pic.twitter.com/Y4TJ1zJkqg
— NEWCASTLE JETS FC ✈️ (@NewcastleJetsFC) August 30, 2022
„ნიუკასლის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუნდის მთავარი მწვრთნელის, არტურ პაპასის კომენტარიც ვრცელდება:
მოხარულები ვართ, რომ ისეთი ხარისხის მოთამაშე გავიფორმეთ, როგორიც ბექაა. ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების და თავისი ყოფილი გუნდის კაპიტანი იყო.
ის მემარცხენეა და სტანდარტულების შესრულების სპეციალისტია. ასევე, არის ძალიან კრეატიული დასკვნით ფაზაში. მოუთმენლად ველით მას „ნიუკასლ ჯეტში“.
შეგახსენებთ, რომ ბექა დარცმელია ბოლოს თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა და 2019 წლიდან ჩატარებულ 89 მატჩში 6 გოლი და 19 საგოლე გადაცემა მოაგროვა.
22 წლის ფეხბურთელი თბილისის „დინამოს“ აღზრდილია და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში 2017/19 წლებში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო.