ოფიციალურად - კავანი ვალენსიას ფეხბურთელია
ბოლო პერიოდის განმავლობაში ედისონ კავანის აქტიურად უკავშირებდნენ „ვალენსიას“. სულ ცოტა ხნის წინ, „ღამურების“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ კავანი მათ რიგებს შეუერთდა და ოფიციალური კონტრაქტი გაფორმდა.
ვეტერანი თავდამსხმელი ესპანეთში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ანაზღაურება ექნება ედისონს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ის წლიურად 2 მილიონ ევროს მიიღებს.
OFFICIAL | @ECavaniOfficial, new @valenciacf_en player
— Valencia CF (@valenciacf_en) August 29, 2022
At such significant times like these, the club want to pay homage to the towns affected by the wildfires. EVERYONE IN ONE FULL VOICE! AMUNT!#WelcomeCavani#CORVCF | #VCFDNA pic.twitter.com/gKkBxy2SwS
შეგახსენებთ, რომ 35 წლის თავდამსხმელი „ღამურებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კავანის მიმდინარე წლის 30 ივნისსს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
მიდიოდა საუბარი, რომ ედისონი სამშობლოში გააგრძელებდა კარიერას, თუმცა, როგორც ხედავთ მან ევროპულ ფეხბურთში დარჩენა ამჯობინა. ცნობისთვის, კავანიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 59-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ვეტერანი ურუგვაელის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც „იუნაიტედს“ რონალდუ შეუერთდა. ამის შემდეგ, მისი ძირითად შემადგენლობაში თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა..