მარცხი რეიტინგის 174-ე ნომერთან - ბასილაშვილი US OPEN-ს დაემშვიდობა
საჩოგბურთო სამყაროში ამერიკის ღია პირველობა დაიწყო. პირველივე წრეში, რა თქმა უნდა, მონაწილეობა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ წარმატებას ვერ მიაღწია.
ქართველი ჩოგბურთელი, ATP რეიტინგის 174-ე ნომერს უიბინგ ვუს დაუპირისპირდა და უბრძოლველად სამ სეტში 3:6 4:6 0:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ყველაფერი კარგად მხოლოდ მეექვსე გეიმამდე მიდიოდა. მეექვსე გეიმში ჩინელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა - 6:3. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზსს მეტოქის ჩაწოდებაზე არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა.
თითქმის იდენტური სცენარით ჩაიარა მეორე სეტმაც. ნიკოლოზი ერთ ბრეიკიანი უპირატესობით დამარცხდა, თუმცა განსხვავებით პირველი სეტისგან, მეორეში ბასილაშვილს მეტოქის ჩაწოდებაზე 1 ბრეიკ პოინტი ჰქონდა. სეტებს შორის სხვა მნიშვნელოვანი სხვაობა არ ყოფილა.
მესამე სეტი კი უბრალოდ ფორმალობა იყო. ნიკოლოზი აღარც იბრძოდა. თავისი სამივე ჩაწოდება დათმო და სეტი 0:6 წააგო. აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა.