ბექა მიქელთაძე, ბექა დარცმელია
Aa
Aa

სამწლიანი კონტრაქტი - დარცმელია ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, თბილისის ,,ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა ბექა დარცმელიამ ავსტრალიურ ,,ნიუკასლ ჯეტსთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი თბილისში იმყოფება და ავსტრალიის ვიზის მიღების მოლოდინშია.

მიმდინარე ზაფხულში, კრეატიულ ნახევარმცველს კარიერის ევროპაში გაგრძელების რეალური წინადადება არ მიუღია და არჩევანი ავსტრალიურ კლუბზე გააკეთა, სადაც ბექა მიქელთაძე თამაშობს.

2017-19 წლებში ბექა დარცმელია თბილისის ,,დინამოში'' თამაშობდა, თუმცა თბილისურ კლუბში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, რის გამოც კარიერა თბილისის ,,ლოკომოტივში'' გააგრძელა, რომლის რიგებში ევროპა ლიგაზე ,,კრაიოვას'', მოსკოვის ,,დინამოსა'' და ,,გრანადას'' წინააღმდეგ ითამაშა.

22 წლის ფეხბურთელისთვის ,,ნიუკასლ ჯეტსი'' პირველი უცხოური კლუბია. 

გამომდინარე იქიდან, რომ დარცმელია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია, მნიშვნელოვანია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რომ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიტიკაც და შექებაც - Kicker და Canale 21 ხვიჩას თამაშზე
კრიტიკაც და შექებაც - Kicker და Canale 21 ხვიჩას თამაშზე