კრიშტიანუ რონალდუ, რალფ რანგნიკი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

The Times: ჩელსის რონალდუ უნდოდა, თუმცა ტუხელი რანგნიკს ესაუბრა და გადაიფიქრეს

ცნობილი გახდა, რატომ არ გადავიდა კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „ჩელსიში“.

The Times-ის ცნობით, „ლურჯების“ ახალი ხელმძღვანელობა პორტუგალიელის შეძენით იყო დაინტერესებული და თვლიდა, რომ კლუბის შეტევა მის გარშემო უნდა აშენებულიყო. ტრანსფერს მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ეწინააღმდეგებოდა.

წყარო წერს, რომ გერმანელი სპეციალისტი რონალდუსთან მუშაობას მას შემდეგ მოერიდა, როცა რალფ რანგნიკთან ამ თემაზე ისაუბრა.

რანგნიკი „იუნაიტედს“ გასულ სეზონში წვრთნიდა და კრიშტიანუსთან მცირე უთანხმოებაც მოუვიდა.

საბოლოოდ, „ჩელსიმ“ რონალდუს შეძენაზე ტუხელის გამო უარი თქვა. ამჯერად კი ლონდონელები ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობენ, რომელსაც ტუხელთან კარგი ურთიერთობა აქვს.

რაც შეეხება კრიშტიანუს, მისი აგენტი ჟორჟე მენდეში ცდილობს, რომ „ნაპოლისთან“ როგორმე შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა ფინანსური დეტალები ამ დრომდე გადაულახავ ბარიერად რჩება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღეზე ნაკლები რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არანაირი შენიშვნა, მხოლოდ მისი ცრემლების ხმა ისმოდა“ - მე ბრუნო ფერნანდეში ვარ
“არანაირი შენიშვნა, მხოლოდ მისი ცრემლების ხმა ისმოდა“ - მე ბრუნო ფერნანდეში ვარ