ნიკა ნინუა
Aa
Aa

ნინუა ძალიან მოტივირებულია - პაოკ-თან ერთად ახალი სეზონისთვის მოემზადა

პაოკ-ის ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ ბერძნულ კლუბთან ერთად მომსამზადებელი ეტაპი გაიარა. CrystalSport-ის ინფორმაციით, ძველი კონდიციების აღდგენის მიზენით ფეხბურთელი ოფიციალურ შეხვედრებს  გარკვეული პერიოდი პაოკ-ის ბ გუნდში ჩაატარებს, რის შემდეგაც პირველ გუნდს დაუბრუნდება, ზამთარში კი არსებული რეალობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას მიიღებს, დარჩება პაოკ-ში თუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. გადაწყვეტილება მეტწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დიდ სათამაშო დროს მიიღებს რაზვან ლუჩესკუს გუნდში.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია და დიდი მონდომებით ვარჯიშობს, რომ ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური მხარე აღიდგინოს.

23 წლის საყრდენი 2020 წელს თბილისის ,,დინამოდან'' ,,პაოკში'' გადავიდა. 2020-21 წლების სეზონში პაოკ-ის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული სეზონის მე-7 ტურში ,,პანეტოლიკოსთან'' გასვლით შეხვედრაში ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა.

2022-23 წლების სეზონის პირველი ნახევარი იჯარით თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისში'' გაატარა, მეორე ნახევარი კი - ,,ლამიაში'', სადაც მისი თანაგუნდელი ბაჩანა არაბული იყო.

ნიკა ნინუას პაოკ-თან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,იუვესთვის შეუძლებელი არაფერია“ - კარლო ნესტიმ ხვიჩაზე ისაუბრა
,,იუვესთვის შეუძლებელი არაფერია“ - კარლო ნესტიმ ხვიჩაზე ისაუბრა