ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდის რეკორდი და ხვიჩას შანსი - EuroSport-ი ქართველზე წერს

სერია ა-ს მესამე ტურში ,,ფორენტინა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით EuroSport-მა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რაც მეტწილად ხვიჩა კვარაცხელიას ეხება:

,,ფიორენტინასთან'' გოლის გატანის შემთხვევაში კვარაცხელია ,,ნაპოლის'' ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდება, რომელმაც სერი ა-ში ჩატარებულ საწყის სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა. ასეთი რამ 2013-14 წლების სეზონში ხოსე კალეხონმა შეძლო. ასევე, თუ ,,ნაპოლი'' ''ფიორეს'' დაამარცხებს, 1994-95 წლების სეზონის შემდეგ ,,ნაპოლი'' პირველად დააგროვებს საწყის სამ ტურში ქულათა მაქსიმუმს.

ბოლო 15 სეზონის მიხედვით, 22-წლამდე ფეხბურთელებს შორის ერლინგ ჰოლანდის შემდეგ ,,ნაპოლის'' ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა გახდეს მეორე მოთამაშე, რომელიც ტოპ 5-ის საწყის სამ ტურში მინიმუმ 5 გოლის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას. რეკორდი ერლინგ ჰოლანდის ეკუთვნის, რომელმაც  ტოპ 5-ში ჩატარებულ საწყის სამ მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სერია ა-ს საწყის ორ შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ,,არტემიო ფრანკიზე'' ,,ფიორენტინასთან'' შეხვედრაში სასტარტოში ითამაშებს''.

,,ნაპოლის'' ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი გაიტანა, რაც ნეაპოლური კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ქართველი ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესია, მისი თამაშით არაერთი ცნობილი პიროვნება აღფრთოვანდა, მათ შორის არიან ანტონიო კასანო და მასიმო მორატი.

სერია ა-ს მესამე ტურში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ინსინიე ორ თამაშში დაგვავიწყა“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე
,,ინსინიე ორ თამაშში დაგვავიწყა“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე