ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

მისი გადაწყვეტილებები სამართლიანი არ იყო - ოლ ბლექსმა ამაშუკელი გააკრიტიკა

ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იან ფოსტერი არგენტინასთან მატჩში ნიკა ამაშუკელის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. გამოცემა Stuff-ის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ფოსტერმა ამაშუკელი Sky Sports-თან საუბარში გააკრიტიკა.

ფოსტერის თქმით, ნიკა ამაშუკელი არგენტინის ნაკრებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა და ახალი ზელანდიის ნაკრების მიმართ ნაკლებად სამართლიანი იყო. ანალოგიურად, ამაშუკელის მსაჯობა ახალზელანდიელთა კაპიტანმა, სემ კეინმაც გააკრიტიკა. ფოსტერი და კეინი ამაშუკელის მსაჯობით იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

ნიკა ამაშუკელმა ოთხი ერის მატჩზე პირველად იმსაჯა. ახალი ზელანდია შინ არგენტინასთან 18:25 დამარცხდა. არგენტინელებმა ახალზელანდიელებს სტუმრად პირველად სძლიეს, ეს ისტორიული შეხვედრა გამოდგა.

შეგახსენებთ, ამაშუკელი მე-4 ტურში, არგენტინისა და ახალი ზელანდიის შეხვედრაზე გვერდითი მსაჯის ფუნქციებს შეასრულებს. სარაგბო დაპირისპირება 3 სექტემბერს, ჰემილტონში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ ამბავი: ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩს იმსაჯებს
სუპერ ამბავი: ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩს იმსაჯებს