გოგა ბითაძე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მარცხი მძიმე ბრძოლაში - ბითაძის ორმაგი დუბლი და 7-ქულიანი სხვაობა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში იტალიის ნაკრებმა საქართველო 91:84 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი იტალიის ნაკრებმა 25:19 მოიგო. მეორე პერიოდში ილიას ზუროსის გუნდმა თამაშში უპირატესობა მოიპოვა, პერიოდი ერთი ბურთით მოიგო (18:19), თუმცა საერთო ჯამში იტალია წინ იყო - 38:43.

მეორე პერიოდის მსგავსად მესამე მეოთხედიც საქათველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 28:23, სამი პერიოდის მიხედვით კი ანგარიში გათანაბრდა -  66:66. მეოთხე პერიოდი იტალიამ 25:19 მოიგო და საბოლოოდ შეხვედრა 91:84 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული: ბითაძე, მამუკელაშვილი, მაკფადენი, შერმადინი, ცინცაძე.

იტალიის ნაკრების სასტარტო ხუთეული: ფონტეკიო, მელი, პოლონარა, სპისუ, ტონუტი

საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო გოგა ბითაძე იყო. მის აქტივში 19 ქულა, 13 მოხსნა და 1 პასია. ასევე აღსანიშნავია, რომ გიორგი ცინცაძემ 8 ქულა ჩააგდო, 11 პასი და 2 მოხსნა შეასრულა. მაკფადენმა 16 ქულა ჩააგდო შერმადინმა - 12, სანაძემ - 11, სანდრო მამუკელაშვილმა - 8, კახა ჯინჭარაძემ - 5, ბექა ბურჯანაძემ - 3, ბექა ბექაურმა - 2.

 

მატჩამდე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ვიდეო გამოაქვეყნა, ტრავმირებული თორნიკე შენგელია თანაგუნდელებს ემოციურად მიმართავს:

ტრავმირებული თორნიკე შენგელია იტალიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის L ჯგუფის დარჩენილი მატჩების კალენდარი ასეთია:

11 ნოემბერი, 2022: ისლანდია-საქართველო იტალია-ესპანეთი ნიდერლანდები-უკრაინა

14 ნოემბერი, 2022: ესპანეთი-ნიდერლანდები საქართველო-იტალია უკრაინა-ისლანდია

23 თებერვალი, 2023: ისლანდია-ესპანეთი ნიდერლანდები-საქართველო იტალია-უკრაინა

26 თბერვალი, 2023: უკრაინა-ნიდერლანდები საქართველო-ისლანდია ესპანეთი-იტალია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ