ლივერპული, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ქართველი ლიონელ მესი“ - Liverpool.Com კვარაცხელიაზე წერს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში  „ნაპოლი“ „ლივერპულთან“, „აიაქსთან“ და „რეინჯერსთან“ ერთად მოხვდა. ცნობილი გახდა, რომ პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას იურგენ კლოპის გუნდთან მოუწევს თამაში. ამასთან დაკავშირებით, მერსისაიდული გრანდის ერთ-ერთი ცნობილი ვებ-საიტი ქართველ ფეხბურთელზე წერს.

რას წერს Liverpool.Com?

„“ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ დაკარგა კლუბის თანამედროვე ისტორიის სამი უდიდესი სახელი - გუნდის კაპიტანი ლორენცო ინსინიე, გენერალი კალიდუ კულიბალი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დრის მერტენსი.

მიუხედავად ამისა, „პარტენოპეიმ“ იპოვა ძალა და ამჟამად სერია ა-ში 6 ქულით მოწინავე პოზიციას იკავებს. უკანასკნელ ტურში კი მათ „მონცა“ 4:0 გაანადგურეს. იტალიურმა კლუბმა ახალი ფეხბურთელები დაიმატა.

მთავარი დანამატი კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც წაგებასა და მოგებას შორის განსხვავების შექმნა შეუძლია. 21 წლის ფეხბურთელი უფრო ტრადიციული გარემარბია, ვიდრე წასული ინსინიე. მეტიც, მას თვალისმომჭრელი მეტსახელი „ქართველი ლიონელ მესი“ აქვს. ხვიჩა პირდაპირია და მაღალი სისწრაფით უყვარს დრიბლინგის განხორციელება.

ქართველი ფეხბურთელის მთავარი დამახასიათებელი მისი ინტელექტი და ეფექტურობაა, რომლის საშუალებითაც „ლივერპულის“ ამჟამად დისფუნქციური დაცვის სუსტი წერტილების გამოყენება შეუძლია.

კვარაცხელიას პირდაპირი მეტოქე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა მარჯვენა მცველს შეტევაში წასვლა ძალიან უყვარს და ზონები ხშირად რჩება თავისუფალი, ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მთავარი მოტივაცია უნდა იყოს. ასე მას „ლივერპულის“ დანგრევა შეუძლია.

ხვიჩას დრიბლინგი „ლივერპულის“ მაღლა აწეულ დაცვას გამოცდის და აქედან გამომდინარე თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ვიქტორ ოსიმენს, ნდომბელეს და ზიელინსკის სივრცეები შეექმნათ. თუ კლოპის გუნდი ცენტრში ისე ითამაშებს, როგორც ეს პრემიერ ლიგის საწყის ტურებში გააკეთა, „ნაპოლის“ ახალი შეტევა შეიძლება დამანგრეველი იყოს.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევმა სერია ა-ში ორი მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 3 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. ამ მომენტისთვის კი კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, სპალეტის გუნდი სერია ა-ში მორიგ მატჩს 28 აგვისტოს სტუმრად „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „ნაპოლი“ 7 სექტემბერს „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ
“მხარზე მეტად სული მტკივა“ - შენგელიას პირველი კომენტარი ტრავმის შემდეგ