ყველაზე ძვირადღირებული მცველი პრემიერ ლიგის ისტორიაში - ფოფანა ჩელსიში მიდის
„ჩელსიმ“ და „ლესტერმა“ ვესლი ფოფანას ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, ფაბრიციო რომანო, ფრანგულ გამოცემაზე RMC-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლურჯები“ და „მელიები“ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აწარმოებენ. „ლესტერს“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვება არ სურდა, მაგრამ უკან დახევა მოუწია, რაც ფოფანას „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლის სურვილმა განაპირობა. როგორც ირკვევა, მხარეებმა საერთო ენა უკვე გამონახეს და მალე რეკორდულ ტრანსფერს ვიხილავთ.
Chelsea and Leicester are now on the verge of reaching full agreement for Wesley Fofana, confirmed as @FabriceHawkins reported. Final details then here we go. ???????? #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 26, 2022
New bid submitted today following Chelsea plan called on Thursday.
Personal terms agreed weeks ago. pic.twitter.com/3XQ0Dz0I2F
ზუსტი თანხა არ სახელდება, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფოფანა პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება. აქამდე რეკორდსმენი ჰარი მაგუაიერი იყო, რომლის სანაცვლოდაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იმავე „ლესტერს“ 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.
ცნობისთვის, ფოფანასა და „ჩელსის“ შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ფრანგ უკანახაზელს იმედი აქვს, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ მალე აღმოჩნდება, ოცნებას აისრულებს და „არისტოკრატების“ მაისურით სადებიუტო შეხვედრას უახლოეს დღეებში ჩაატარებს.