თუთარაულის გამარჯვება - რუსეთში იჩხუბა და ქართული დროშა ააფრიალა
Aa
Aa

თუთარაულის გამარჯვება - რუსეთში იჩხუბა და ქართული დროშა ააფრიალა

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, რაულ თუთარაულმა Russian Cagefighting Championship 12-ის ეგიდით, ჩხუბი გამართა და ალი აბდულხალიკოვს დაუპირისპირდა. ღონისძიება ეკატერინბურგში, КРК Уралец-ის არენაზე გაიმართა და თუთარაულმა მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა, რომელიც ერთსულოვანი არ ყოფილა.

ჩხუბის შემდეგ, რაულმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. ჩემი ყველა გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ჩემს ერთგულ გულშემატკივარს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მწვრთნელს და აღმზრდელს, გიორგი კაბულაშვილს. მადლობა ყველა მწვრთნელს ჩემს განვითარებაში ჩადებული ოფლისთვის“.

შეგახსენებთ, რომ თუთარაულს კარიერაში 36 ბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 30 გამარჯვება და 6 მარცხია. რაულმა RCC-ში სადებიუტო ჩხუბი გამართა და დაამარცხა მეტოქე, რომელსაც 11 ბრძოლიდან მხოლოდ 1 ჰქონდა წაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრემონეზეს თავკაცი: „ტორინოსთან ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა“
კრემონეზეს თავკაცი: „ტორინოსთან ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა“