ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ინტერის ყოფილი მფლობელი: „ხვიჩა ფენომენია, ამას არავინ ელოდებოდა“

„ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა და ექს-პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „ნერაძურის“ ყოფილი პირველი პირი „კვარას“ თამაშით მოხიბლულია და აინტერესებს, „პარტენოპეიმ“ მისნაირი მოთამაშე სად იპოვა.

„კვარაცხელია? ხვიჩა ფენომენია, მაგრამ სად აღმოაჩინეს ან როგორ იპოვეს? არავინ ელოდებოდა, რომ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი იქნებოდა და გოლების გატანას უმალვე დაიწყებდა. ვულოცავ ნაპოლის, ასეთი მნიშვნელოვანი გარიგება რომ დადეს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ორი ტურის შემდეგ, „კვარას“ ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლის“ ისტორიაში, დებიუტანტ ფეხბურთელებს ასეთი სტარტი არასდროს ჰქონიათ და ხვიჩა წარმატებული სვლის გაგრძელებას ფლორენციაში შეეცდება, სადაც მისი გუნდი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ გუშინ, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა და ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქეები გაირკვა. ხვიჩას „პარტენოპეი“ საუკეთესოს ვინაობას „ლივერპულის“, „აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ წინააღმდეგ გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრად, ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია“ - მარიო რუიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„ბევრად, ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია“ - მარიო რუიმ ხვიჩაზე ისაუბრა