„ბევრად, ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია“ - მარიო რუიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, მარიო რუიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 31 წლის უკანახაზელმა Corriere dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ქართველი შემტევი დადებითად დაახასიათა.
„კვარაცხელიამ დიდი გავლენა მოახდინა. როცა პირველად გესაუბრეთ, ჯერ კიდე მაშინ გითხარით, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და პირადად მე, ვთვლი, რომ ბევრად, ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. მას უნიკალური ტექნიკური უნარები და შესაძლებლობები აქვს. აბსურდულია ის, რასაც ვარჯიშებზე აკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ორი ტურის შემდეგ, „კვარას“ ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლის“ ისტორიაში, დებიუტანტ ფეხბურთელებს ასეთი სტარტი არასდროს ჰქონიათ და ხვიჩა წარმატებული სვლის გაგრძელებას ფლორენციაში შეეცდება, სადაც მისი გუნდი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.
გეტყვით იმასაც, რომ გუშინ, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა და ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქეები გაირკვა. ხვიჩას „პარტენოპეი“ საუკეთესოს ვინაობას „ლივერპულის“, „აიაქსისა“ და „რეინჯერსის“ წინააღმდეგ გაარკვევს.