,,ფული პირველად ახსენა, მეც მაქვს მოთმინება“ - მჭედლიძემ საბატინის უპასუხა
იტალიური ''პალერმოს'' ყოფილმა საფეხბურთო დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ლევან მჭედლიძის შესახებ უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. იტალიელმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მჭედლიძეს ბრწყინვალე ტალანტი ჰქონდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა ფულსა და სხვა ინტერესებს მიანიჭა.
ვალტერ საბატინიმ Il Secolo XIX-თან ინტერვიუში განაცხადა: ,,ლუჩიანო სპალეტის ვუთხარი, რომ ქართველის მიმართ ყურადღებით ყოფილიყო, რადგან ,,პალერმოში'' ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე მყავდა, რომელმაც 18 წლის ასაკში ,,იუვენტუსს'' გაუტანა და ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. საოცარი ტალანტი ჰქონდა, მაგრამ ფულმა გაიტაცა და ფეხბურთის გარდა, სხვა ინტერესები გაუჩნდა. სამწუხაროა, რომ შესაძლებლობები ვერ გამოავლინა''.
აღნიშნული კომენტარის შემდეგ ლევან მჭედლიძემ Instagram-ის ''სთორიში'' დაწერა: ,,ვინც მიცნობს, იცის, ჩემთვის ფული რას ნიშნავს. პირად თემებზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მეც მაქვს მოთმინება. 10 წელი გავიდა და კვლავ ჩემზე საუბრობს ! მაგრამ პირველად ვნახე, რომ მან ფულზე ისაუბრა''.
ლევან მჭედლიძე ,,პალერმოში'' 2008-09 წლებში თამაშობდა, სერია ა-ში 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი ,,იუვეს'' შეუგდო, 1 საგოლე პასი კი ''ლაციოსთან'' შეასრულა.