გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

,,თამაშში გარდატეხა შეიტანა“ - პოლონური მედია წიტაიშვილზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში გიორგი წიტაიშვილმა ''დუდელანჟთან'' შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მე-60 წუთზე თამაშში ჩაერთო, ამავე წუთზე თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, გოლი ჟოელ პერეირამ შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1). გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა ''ლეხმა'' შინ 2:0 მოიგო, ჯგუფურ ეტაპზე პოლონური გუნდი გავიდა.

პოლონური გამოცემა Przegladsportowy წიტაიშვილის შესახებ წერს:

''წიტაიშვილის გამოსვლა თამაშის გარდამტეხი მომენტი იყო, მან შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. მოედანზე გამოსვლისას ბურთი მოედნის ცენტრიდან მიიღო, სხეულის მოძრაობით მეტოქის მცველი მოატყუა და სივრცე ჟოელ პერეირას გაუნთავისუფლა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა''.

,,ლეხის'' მთავარმა მწვრთნელმა ვან დენ ბრომმა ნიკა კვეკვესკირი სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, ხოლო წიტაიშვილი ამჯერედაც თადარიგში იყო, მე-60 წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ასეთ სცენარს ჰიჩკოკიც ვერ დაწერდა“ - ვაისი საოცარ გამარჯვებაზე
,,ასეთ სცენარს ჰიჩკოკიც ვერ დაწერდა“ - ვაისი საოცარ გამარჯვებაზე