გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

,,ასეთ სცენარს ჰიჩკოკიც ვერ დაწერდა“ - ვაისი საოცარ გამარჯვებაზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში ბრატისლავას ''სლოვანმა'' პენალტების სერიაში ბოსნიური ''ზრინსკი'' 6:5 დაამარცხა. ბოსნიაში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ბრატისლავაში მატჩის ძირითადი დრო ''სლოვანის'' გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დამატებით დროში, 113-ე წუთზე იგორ სავიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 117-ე წუთზე არბიტრმა ჯაბა კანკავა გააძევა, დამატებითი დროის მეორე დამატებულ წუთზე ერიკ რამირესმა აკრობატულ ნახტომში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა.

''სლოვანის'' მხრიდან პენალტი მხოლოდ გურამ კაშიამ ვერ გაიტანა, მას მეკარემ აუღო, თუმცა საბოლოოდ სლოვაკეთის ჩემპიონმა პენალტების სერიაში 6:5 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა:

,,ფანტასტიკური მატჩი იყო. დასაწყისიდანვე რთული თამაში გამოვიდა, ადრიან ხოვანმა ბურთი დაიჭირა, როცა მეტოქეს ორი რეალური შანსი ჰქონდა. ასეთ სცენარს ჰიჩკოკიც ვერ დაწერდა. რამირესმა ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, ამ ემოციებისთვის ხალხმა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაიმსახურა. ხალხი ტრანსში იყო, დიდ ბედნიერებას გრძნობდნენ, ფეხბურთელებში დიდი ემოციები იყო.

ჩემი გუნდის ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულები არიან. ასეთი ფიზმომზადება ''რეალსაც'' არ აქვს.

მთელი სტადიონს წრე დავარტყი, წარსულში ასე მხოლოდ ერთხელ მოვიქეცი, როცა მუნდიალზე იტალია დავამარცხეთ''.

''ზრინსკისთან'' მატჩში ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სასტარტოში ათამაშა. კანკავა 117-ე წუთზე გააძევეს, ჩაკვეტაძე მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე შეცვალეს, ხოლო კაშიამ მატჩი სრულად ჩაატარა და პენალტი ვერ გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია