ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა: ჯორჯიანსმა გერმანიის ჩემპიონს მოუგო
Aa
Aa

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა: ჯორჯიანსმა გერმანიის ჩემპიონს მოუგო

ფუტსალში ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონმა „ჯორჯიანს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ F ჯგუფში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ჯგუფის ფავორიტთან გერმანულ „შტუტგარტ 2020“-თან მძიმე ბრძოლაში გამარჯვება გაიფორმა - 4:2.

პირველ ტურში შვედურ „ორებროსთან“ 2:5-ის დათმობის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა გერმანიის მოქმედ ჩემპიონთან ბევრისთვის მოულოდნელი გამარჯვება გაიფორმა.

გოლების ავტორები ნიკა გაბრიჭიძე (2), კახა მაისაია და ვახტანგ კეკელია გახდნენ.

ქართული კლუბი მთელი მატჩი ანგარიშში წინ იმყოფებოდა. ტაბლოზე ბოლო წუთებამდე 3:2 იყო და წინ დიდი ძალებით წასული „შტუტგარტ 2020“ „ჯორჯიანს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ კონტრშეტევაზე დაიჭირა და საბოლოო ანგარიშიც დაუფიქსირა - 4:2.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ჯორჯიანსი“ 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ბოლო ტურში ავთანდილ ასათიანის გუნდი 27 აგვისტოს „ისტანბულ შიშლის“ დაუპირისპირდება და ელიტ რაუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, თუმცა პირველ ადგილზეა და თავის თავზეა დამოკიდებული 6-ქულიანი „ორებრო“, რომელიც ბოლო ტურში „შტუტგარტ 2020“-ს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსხვავების შექმნა შეუძლია“ - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე
„განსხვავების შექმნა შეუძლია“ - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე