ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
შვეიცარიაში ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
რა თქმა უნდა, წლევანდელი სეზონი ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებულია, რადგან ყველას აინტერესებდა, თუ რომელ ჯგუფში მოხვდებოდა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“, ასევე დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“.
„ნაპოლი“ A ჯგუფში „ლივერპულთან“, „აიაქსთან“ და „რეინჯერსთან“ ითამაშებს, ხოლო „კოპენჰაგენი“ G ჯგუფში „მანჩესტერ სიტისთან“, „დორტმუნდთან“ და „სევილიასთან“ ითამაშებს.
რამდენიმე საინტერესო ჯგუფიც მივიხღეთ, მაგალითად ეგრეთწოდებული „სიკვდილის ჯგუფი“ (C), რომელშიც „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ინტერი“ და „პლზენი“ მოხვდნენ.
ჯამში ჯგუფური ეტაპი ასე გამოიყურება:
შეგახსენებთ, რომ ტურნირი სტარტს 6-7 სექტემბერს აიღებს.