მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ალდოსთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა“ – Independent-ი მერაბზე წერს

ბრიტანულმა გამოცემამ, Independent-მა UFC 278-ზე განვითარებულ მოვლენებს სტატია მიუძღვნა და იმ მებრძოლების მომდევნო მეტოქეები დაასახელა, რომლებმაც გამარჯვებები მოიპოვეს. ერთ-ერთი მათგანი მერაბ დვალიშვილი გახლავთ და Independent-ის აზრით, „მანქანის“ მომდევნო მოწინააღმდეგე მარლონ ვერა უნდა იყოს.

„დვალიშვილმა ჟოზე ალდოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ახალი გულშემატკივრები არ შეუძენია.

დვალიშვილმა ზედიზედ მერვედ მოიგო და წარმატებას გრეპლინგისა და მეტოქეზე განხორციელებული წნეხით მიაღწია. რა ელის მომავალში მას? მერაბმა განაცხადა, რომ თავის მეგობარსა და თანაგუნდელს, ალჯამეინ სტერლინგს არ გამოიწვევს და მასთან არ იჩხუბებს, თუმცა ალჯოს ბრძოლა ისედაც ჩანიშნული აქვს. იმავე საღამოს პიოტრ იანი და შონ ომალი იჩხუბებენ და სავარაუდოდ, ქამრის მოგების მომდევნო პრეტენდენტს გამოავლენენ. მერაბისთვის ყველაზე აზრიანი ვარიანტი კი ჩიტო ვერაა. ამ უკანასკნელმა დომინიკ კრუზი დაანოკაუტა, გულშემატკივრების რჩეულია და მისი და დვალიშვილის ბრძოლის გამარჯვებულმა შესაძლოა, მომდევნო სატიტულო ჩხუბში მიიღოს მონაწილეობა. თუ მერაბმა მოიგო და სტერლინგმა ქამარი შეინარჩუნა, მეგობრებს რაღაცის მოფიქრება მოუწევთ“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და ალდოს დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსხვავების შექმნა შეუძლია“ - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე
„განსხვავების შექმნა შეუძლია“ - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე