“მერაბს პატივს ვცემ“ - ხაბიბს თავისი ბიძაშვილისა და დვალიშვილის ჩხუბი სურს
UFC-ის ლეგენდარულმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა Meta MMA-სთან საუბრისას მერაბ დვალიშვილზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი და საკუთარი ბიძაშვილის უმარის დაპირისპირებას სიამოვნებით იხილავდა.
„ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. ამ ბრძოლას ვიხილავდი. ისინი პოტენციური მეტოქეები არიან. მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან, რადგან უმარი ახლა იწყებს წინსვლას, მერაბს კარგი რეიტინგი აქვს, თუმცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. როგორც ამბობენ ფაფახი ფაფახის წინააღმდეგ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნებოდა.
მას როგორც პოტენციურ მოწინააღმდეგეს ისე ვუყურებთ, თუმცა მის მიმართ პატივისცემის მეტს არაფერს ვგრძნობ“.
- ამბობს ხაბიბი.
ხაბიბის ბიძაშვილი 26 წლის უმარ ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში ამჟამად მე-14 პოზიციაზე იმყოფება. დაღესტნელმა მებრძოლმა MMA-ში ჯერჯერობით 3 ბრძოლის მოგება შეძლო.
რაც შეეხება მერაბს, ჟოზე ალდოსთან გამარჯვების შემდეგ, ქართველი რეიტინგში ამჟამად მე-3 ადგილზეა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ისტორიაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. დვალიშვილს ბოლო 8 ბრძოლიდან 8 გამარჯვება აქვს.