მარსელი, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ბაილი
Aa
Aa

ოფიციალურად - ბაილი მარსელის ფეხბურთელია

დიდი ხანია „მანჩესტერ იუნაიტედს“ არასაჭირო ფეხბურთელების გაშვება უნდა. ერთ-ერთი ასეთი ერიკ ბაილი იყო, რომელსაც აქტიურად უკავშირებდნენ „მარსელს“.

დღეს კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ბაილი „მარსელის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებ-საიტმა გაავრცელა.

28 წლის ცენტრალური მცველი „მარსელს“ 1-წლიანი იჯარის წესით შეუერთდა და ხელფასს სრულად ფრანგული მხარე დაფარავს. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც „ოლიმპიკს“ ბაილის გამოსყიდვა 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ბაილი „მანჩესტერში“

კოტ დ’იუვარელი ფეხბურთელი ინგლისურ გრანდს 2016 წელს შეუერთდა და სულ მალე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა ერიკს სასურველი ფორმა დააკარგვინა და დიდი ხანია ის სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ ითვლება.

ცნობისთვის, 2016 წლიდან დღემდე, ბაილიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 113-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერესი ანჩელოტის: “ასენსიო აღარ ათამაშო“ - რეალი ესპანელს უშვებს
პერესი ანჩელოტის: “ასენსიო აღარ ათამაშო“ - რეალი ესპანელს უშვებს