მარკოს ასენსიო
Aa
Aa

პერესი ანჩელოტის: “ასენსიო აღარ ათამაშო“ - რეალი ესპანელს უშვებს

ფლორენტინო პერესს არ სურს, რომ ამიერიდან მარკოს ასენსიომ „რეალში“ ითამაშოს.

ინფორმაციას ესპანური El Confidential-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა იცის, რომ ასენსიოს „რეალის“ დატოვების სურვილი ჰქონდა და მადრიდელთა რიგებში თამაში აღარ სურდა. აქედან გამომდინარე, პერესმა ანჩელოტის უთხრა, რომ ამიერიდან ასენსიო აღარ ათამაშოს.

ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს აცნობეს, რომ მან ესპანელ შემტევს ახალი კლუბი უნდა მოუძებნოს.

El Confidencial-ის ცნობით, მადრიდულმა კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტის კიდევ 4 სეზონით გახანგრძლივება შესთავაზა და წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება სთავაზობდა, ბონუსების ჩათვლით (გადასახადების გარეშე). ასენსიომ უარი თქვა. ამის მიზეზად სახელდება ის, რომ პირობებით არ იყო კმაყოფილი ან სხვა გუნდთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

ამ ზაფხულს ასენსიოს გაყიდვა რთული იქნება, რადგან მასზე მსურველები თითქმის არ არიან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 6 დღე რჩება, „რეალს“ ფეხბურთელის გაშვება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - კარიმ ბენზემა
ქონებრივი დეკლარაცია - კარიმ ბენზემა