მამარდას გუნდელი ხდება - კავანი ვალენსიაში მიდის
Goal-ის ცნობით, ედინსონ კავანი „ვალენსიას“ უახლოვდება და მალე „ელ მადატორი“ „ღამურებთან“ ხელშეკრულებას გააფორმებს.
წყაროს ცნობით, „ვალენსია“ მალე შეძლებს, რომ კავანის ტრანსფერი დაადასტუროს. კონტრაქტი 2-წლიანი იქნება და ედინსონი გიორგი მამარდაშვილის გუნდელი გახდება.
ცნობილია კავანის ანაზღაურებაც, რომელიც სეზონში დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
კავანიმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, სათამაშო დრო დაკარგა და კლუბიდან წასვლა ამის შედეგად გადაწყვიტა.
ედინსონი მიმდინარე ზაფხულს „ვილიარეალში“ გადასვლასთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა ბოლო მომენტში უნაი ემერის გუნდმა მისი გაფორმება არ ისურვა. „ვალენსია“, რომელიც თავიდანვე საქმეში იყო, ამის შემდეგ ურუგვაელის დამატების მთავარი პრედენტენდენტი გახდა.
კავანის მიმართ ბოლო დროს ინტერესს ფრანგული „ნიცაც“ იჩენდა და „ღამურებზე“ ორჯერ მეტ ანაზღაურებასაც სთავაზობდა, თუმცა „ელ მატადორმა“ ლა ლიგაში თამაში ამჯობინა.