გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ფრანგული პრესა: მიქაუტაძით გალათასარაი და ლეჩე ინტერესდებიან

გიორგი მიქაუტაძის მიმართ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ინტერესია და შესაძლოა ქართველმა ფორვარდმა გუნდი შეიცვალოს.

„მეცის“ ქართველი შემტევის მიმართ „ბარნლის“ ინტერესის შემდეგ, ამჯერად ფრანგული olympique-et-lyonnais.com-ი წერს, რომ „გალათასარაი“ და „ლეჩე“ ქართველი ფორვარდის შეძენას განიხილავენ.

ფრანგული გამოცემა საკუთარი მომავლის შესახებ მიქაუტის კომენტარსაც ავრცელებს:

„ამ ზაფხულს მქონდა შემოთავაზებები, რომელთა დათანხმების შემთხვევაში შემეძლო წავსულიყავი ისეთ ქვეყნებში, სადაც დიდ შემოსავალს მივიღებდი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფდი, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მივიღე. ფული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთის სიყვარული ამაზე მაღლა დგას. დანარჩენი მოგვარდება“.

„გალათასარაის“ მიმდინარე სეზონში შეტევის გაძლიერება სურს და მიქაუტაძე, რომელიც უნივერსალია, მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. რაც შეეხება სერია ა-ს ბინადარ „ლეჩეს“, ახალი ფორვარდი მათაც სჭირდებათ და ამ მომენტისთვის ქართველს აკვირდებიან. გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული 4 ტურის შემდეგ მიქაუტაძის აქტივში 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქონებრივი დეკლარაცია - კარიმ ბენზემა
ქონებრივი დეკლარაცია - კარიმ ბენზემა