ამირან გოგოლაძე
Aa
Aa

„ხელი ამომივარდა“ - ამირან გოგოლაძის დასანანი მარცხი DWCS-ში

MMA-ის ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე Dana White's Contender Series-ის ეგიდით გამართულ ჩხუბში დამარცხდა. „სნაიპერი“ დარიუს ფლაუერსს დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში იძულებული გახდა, დანებებულიყო.

გოგოლაძეს ძალიან არ გაუმართლა და ბრძოლის სტარტზე მხარი ამოუვარდა. მიღებული ტრავმის გამო, მან ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო და პირველი რაუნდის დასრულებამდე 3 წუთითა და 47 წამით ადრე დანებება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ფლაუერსთან ბრძოლაში გოგოლაძე გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ და გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსი იყო, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი გვეხილა. ამერიკული გამოცემების თქმით, ამ ბრძოლას „უცნაური“ და „გასაკვირი“ ფინიში ჰქონდა.

ცნობისთვის, ფლაუერსი 27 წლისაა და მის ანგარიშზე 12 გამარჯვებაა. გოგოლაძეს რაც შეეხება, ქართველი „სნაიპერი“ კარიერაში მესამედ დამარცხდა და მისი 3-ბრძოლიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო 5 დღეა თავს უკეთ ვგრძნობ“ - კიტემ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა
„ბოლო 5 დღეა თავს უკეთ ვგრძნობ“ - კიტემ საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა