ეკო გორგოძე
Aa
Aa

3-საათიანი ბრძოლა - გორგოძე US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. საკვალიფიკაციო ეტაპზე ეკო გორგოძემ მიიღო მონაწილეობა და რეიტინგის 135-ე ნომერს მედისონ ინგლისს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ქართველი ჩოგბურთელი მძიმე ბრძოლაში, 3 სეტში 5:7 6:3 6:7 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირება 2 საათი და 57 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში უპირატესობა ბრიტანელმა მოიპოვა, თუმცა ეკომ უკუბრეიკის შესრულება შეძლო და წონასწორობა აღადგინა. მეშვიდე და მერვე გეიმში ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდებები დათმეს. სამწუხაროდ, ინგლისმა მაშინ შეასრულა ბრეიკი, როდესაც ანგარიში 5:5 იყო და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი მთლიანად გორგოძის კარნახით წარიმართა. ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ ორჯერ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 1 უკუბრეიკის შესრულება მედისონმა შეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

მესამე სეტი კი მეტად დრამატული გამოდგა. ეკო ბრეიკიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ ამის შემდეგ ბრიტანელი ჩოგბურთელი გააქტიურდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მას 2 მატჩ პოინტი ჰქონდა, თუმცა გორგოძემ შესანიშნავი ქამ-ბექი შემოგვთავაზა და მოწინააღმდეგის ჩაწოდება მოიგო. საბოლოოდ საქმე ტაი ბრეიკზე მივიდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი 8:10 დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
US Open: ვინ ითამაშებს და ვინ ვერა? ჯოკოვიჩი შესაძლოა აშშ-ში შეუშვან
US Open: ვინ ითამაშებს და ვინ ვერა? ჯოკოვიჩი შესაძლოა აშშ-ში შეუშვან